საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > მსოფლიო დონის ატრაქცია ენგურჰესის კაშხალზე
მთავარი > ახალი ამბები / News > მსოფლიო დონის ატრაქცია ენგურჰესის კაშხალზე

მსოფლიო დონის ატრაქცია ენგურჰესის კაშხალზე


11-06-2017, 19:22. ავტორი: admin
ენგურის კაშხლის მიმდებარედ უახლოეს მომავალში მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება. ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და კაშხალზე ლიფტს მოიცავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი იქნება.

პროექტი ათწლიანია. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ დააარსა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომლის მიზანს წარმოადგენს, განახორციელოს ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge