საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > კოკა შანავას მორიგი გამარჯვება
მთავარი > ახალი ამბები > კოკა შანავას მორიგი გამარჯვება

კოკა შანავას მორიგი გამარჯვება


10-09-2017, 20:12. ავტორი: admin
10.09.2017.საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ იზმირის (თურქეთი) ღია საერთაშორისო ტურნირზე 181 მონაწილეს პრაქტიკულად გადაუარა, 9-დან 8,5 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილს დამსახურებულად დაეუფლა. ერთადერთი ყაიმი მეგობარ მაღალაშვილთან ბრძოლის გარეშე, დებიუტშივე გააფორმა და უახლოეს მდევარს მაინც მთელი 1 ქულით გადაასწრო! ასეთი შთამბეჭდავი წარმატებისათვის (9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა) კოკას კარგა ხანია არ მიუღწევია.
სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის ნომერ პირველი მოჭადრაკე, წალენჯიხელი სპორტსმენი , ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა იმედია მომავალშიც მრავალი გამარჯვებით გაგვახარებს, რითაც კიდევ უფრო წინ წასწევს წალენჯიხის, სამეგრელოსა და სრულიად საქართველოს სახელს.
ტელეკომპანია "ჯიხა" წალენჯიხის საზოგადოებრიობის სახელით ულოცავს კოკას ბრწყინვალე გამარჯვებას და უსურვებს ახალ-ახალი სპორტული მწვერვალების დაპყრობას!скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge