საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > ზუგდიდში კორპუსიდან გადმოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
მთავარი > ახალი ამბები > ზუგდიდში კორპუსიდან გადმოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზუგდიდში კორპუსიდან გადმოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა


14-10-2017, 16:36. ავტორი: admin
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.26 წლის ახალგაზრდა თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ ქვეშაგებს ფენდა და თავი ვერ დაიმაგრა. რეფერალური საავადმყოფოს უფროსის ნიკა ჭეჟიას განცხადებით;“ სამწუხაროდ ქალის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ფაქტიურად უგონო მდგომარეობაში მოიყვენეს და მისი ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა“- განაცხადა ჭეჟიამ.„ქალი შველას ითხოვდა, მიშველეთო- იძახდა, ეხმარებოდნენ ქალები, პოლიციას ავიდა,თვითონაც ჩაბღაუჭებული ქონდა ხელი, მაგრამ ვერ დაიჭირეს, მძიმე წონის ქალი იყო და ვერ შეძლეს“- აცხადებენ თვითმხილველები.


წყარო: www.odishinews.geскачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge