საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
მთავარი > ახალი ამბები > სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება


5-12-2017, 15:49. ავტორი: jikhatv
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა) საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამის შესახებ უკრიანის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „2017 წლის 5 დეკემებრს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად, 256-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, კიევში საცხოვრებელ მისამართზე დააკავეს სააკაშვილი. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის ტანდასწრებით დააკავეს. დაგეგმილია გამომძიებლების მეირ მისი დაკითხვა“, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს. სააკაშვილი კიევში ცოტა ხნის წინ დააკავეს.


წყარო: www.gurianews.com
скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge