ბურჭულაძე: ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ხალხი ტოვებს ჩვენ პარტიას » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
პაატა ბურჭულაძემ პარტიიდან წევრების წასვლაზე კომენტარი გააკეთა. ბურჭულაძის განცხადებით, ის მოხარულია, რომ ამ ადამიანებმა დატოვეს პარტია და მოუწოდებს სხვა წევრებსაც, ვისაც არ მოწონს პარტიის სვლა და აზრები, დროულად დატოვონ პარტია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ხალხი ტოვებს ჩვენ პარტიას, იმიტომ, რომ ასეთმა ხალხმა უნდა დატოვოს და რაც მალე იქნება ეს კიდევ უკეთესია და მოვუწოდებ ყველას, ვინც გვიყურებს, ჩვენი პარტიის წევრები სხვადასხვა რაიონებში, თუ არ მოსწონთ ჩვენი სვლა და ჩვენი აზრები, დაგვტოვონ, წავიდნენ, გაგვათავისუფლონ, მე მივესალმები ამას“,- განაცხადა ბურჭულაძემ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.