» » 9 მაისი- ფაშიზმზე გამარჯვების დღე!


9 მაისი- ფაშიზმზე გამარჯვების დღე!


წალენჯიხის მკვიდრმა, 89 წლის ვარვარა ბონდარენკომ მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების 72-ე წლისთავის აღსანიშნავად გმირი ვეტერანის, მელიტონ ქანთარიას საფლავი წითელი ვარდებით შეამკო. მან ასევე სახლში მიაკითხა თავის თანამებრძოლს, ომის ვეტერან შოთა ძაძამიას და გამარჯვების დღე ჭიქა ღვინოთი მიულოცა. სამწუხაროა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დღემდე შემორჩა მხოლოდ 3 ვეტერანი. დღეს დილით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა თენგიზ ფიფიამ და კახაბერ შეროზიამ ოჯახებში მიაკითხეს მათ და პირადად მიულოცეს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი.

მსგავსი სიახლეები

  • ტელეკომპანია "ჯიხა" აცხადებს კონკურსს
  • 
  • ჯიხა-ს ახალი სერვისი
  • 
  • იუსტიციის მინისტრმა სოფელ ჯგალში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა
  • 
  • 2017 წელს ETALONI.GE-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები
  • 
    კომენტარის დამატება

    გთხოვთ დაიცავით ცენზურა.