» » ტრენინგი ბულინგის თემაზე
    
    ტრენინგი ბულინგის თემაზე

    12 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,, ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული დამოკიდებულებების დამკვიდრება საზოგადოებაში". ტრენინგი განხორციელდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს, სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, 1325 რეზულუციის ფარგლებში, ფონდი ,,სოხუმი"-ს მხარდაჭერით. ტრენინგს უძღვებოდა გენდერული საბჭოს და სამუშაო ჯგუფის წევრი ქალბატონი დალი კვარაცხელია და შეხვედრას ორგანიზებას უწევდა თამთა სალია-გენდერულ საკითხებში პასუხისმგებელი პირი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში. ტრენინგს ესწრებოდნენ: გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი დარეჯან დადიანი, საკრებულოს და სამუშაო ჯგუფის წევრები, ახალგაზრდები, ადგილობრივი ტელევიზიის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი და დევნილის სტატუსის მატარებელი ქალბატონები. პედაგოგები რამდენიმე სკოლიდან, ჯგალის თემის წარმომადგენლები. შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატით, მოსმენილ იქნა საინტერესო აზრები, შემუშავდა რეკომენდაციები. შეხვედრის რეფლექსიისას გაჩნდა სურვილი ასეთი შეხვედრების გააქტიურებისა, რაც საწინდარი გახდება საზოგადოების აქტიურობის, ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის და ბულინგის პრევენციისთვის.

    მსგავსი სიახლეები
    
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
  • 
  • წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს.
  • 
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
  • 
  • ველო მარათონი წალენჯიხაში
  • 
  • იუსტიციის მინისტრმა სოფელ ჯგალში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა
  • 
    კომენტარის დამატება

    გთხოვთ დაიცავით ცენზურა.

ამინდის პროგნოზი
დღის მოვლენა

რეკლამა
ტოპ სიახლეები