მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის ფოტოინსტრუქცია » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
პორტალი Bright Side აქვეყნებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის ფოტოინსტრუქციას.

1. გადადგით პატარა ნაბიჯები - თუ გსურთ უფრო ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, გადადგით იმაზე პატარა ნაბიჯები, ვიდრე ყოველდღიურ ფეხსაცმელში დგამთ ხოლმე. წინააღმდეგ შეთმხვევაში არაბუნებრივი ნაბიჯები გამოგივათ.

2. ჯერ ქუსლი დადგით შემდეგ ფეხსაცმლის წვერი, რათა თქვენი სიარული ბუნებრივი ჩანდეს.

3. წელში გაიმართეთ.

4. იარეთ სწორ ხაზზე - მოდელივით რომ იაროთ, წარმოდგინეთ რომ თქვენს წინ არის სწორი ხაზი და მხოლოდ მასზე უნდა დააბიჯოთ. თავიდან გაგიჭირდებათ, თუმცა შეეჩვევით.

5. მზადება სახლიდან დაიწყეთ - თუ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება (მაგალითად, ქორწილი) მზადება ჯერ კიდევ სახლიდან უნდა დაიწყოთ:

ივარჯიშეთ სიარულში სახლში.
ჩაიცვით ფეხსაცმელი, რათ შემდეგ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი. ახალი ფეხსაცმელი + მთელი საღამო სიარული = წამებას. შეგიძლიათ შალის წინდა ჩაიცვათ და რამდენიმე წუთით ასე გაწელოთ ახალი ფეხსაცმელი.
ისწავლეთ კიბეზე სიარული. დაბლა ჩასვლისას საფეხურზე დადგით მთლიანი ფეხი, ხოლო მაღლა ასვლისას - წვერი.
6, ისწავლეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დგომა. მხოლოდ სიარულის ცოდნა არ კმარა, საჭიროა მდგომარეც ლამაზი ჩანდეთ. დადგით ერთი ქუსლი მეორეს პერპენდიკულარულად და შემდეგ ამ უკანასკნელზე უნდა მოდიოდეს სიმძიმის დიდი წილი, ხოლო როდესაც ფეხი დაგეღლებათ, სიმძიმეს მეორე ფეხზე გადაიტანთ.

7. ფეხი დაასვენეთ ხოლმე. თუ გსურთ მთელ დღეს გეცვათ ქუსლიანი ფეხსაცმელი და რ გსურთ დღის ბოლოს ფეხების ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხოთ, საჭიროა ხანდახან დაისვენოთ ხოლმე, მაგრამ ფეხსაცმელი არ გაიხადოთ - დაღლილი ფეხი გასივდება და ჩაცმა კიდევ უფრო გართულდება.

8. მაღალქუსლიანი ხშირად არ ჩაიცვათ ხოლმე. თქვენ ბრტყელი და კომფორტული ფეხსაცმლები უნდა გერჩიოთ. მუდმივად მაღალქუსლიანის ჩაცმა ჯანმრთელობას დაგიზიანებთ.

9. ფეხსაცმელი სათანადოთ შეარჩიეთ - თუ მთელი ცხოვრება კედებს ატარებდით, უცებ 4 წყვილი ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ იყიდოთ. უფრო დაბალი ქუსლის მქონე იყიდეთ თავიდან.

10. აარჩიეთ სწორი ზომა - არაფერი ისე არ შეგაწუხებთ, როგორც ის, რომ ვიწრო ფეხსაცმელი გაცვიათ. არასდროს იყიდოთ მაღალქუსლიანი, თუ ოდნავ მაინც გიჭერთ. თუ უნდა აირჩიოთ ცოტა დიდსა და ცოტა პატარას შორის, აირჩიეთ დიდი.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.