პირველი ნაბიჯები ტვინში ინფორმაციის „ატვირთვისკენ“ » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ადამიანის ტვინში ინფორმაციის ატვირთვა ისე, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში „მატრიცაში“ ხდება, მალე შეიძლება რეალობად იქცეს. მკვლევარების განცხადებით, მათ შექმნის ისეთი სიმულატორი, რომელიც ახალი უნარების ათვისების უფრო სწრაფ საშუალებას იძლევა, ვიდრე „ცხოვრებისეული გამოცდილება“. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

კალიფორნიაში HRL Laboratories-ის მკვლევარების განცხადებით, მათ შეძლეს ცოდნის მიღების გასაუმჯობესებელი სიმულატორის შექმნა. თუმცა ის შორსაა ისეთი სიმულატორისგან, რომლის საშუალებითაც „მატრიცა“-ს მთავარი გმირი კუნგ-ფუს რამდენიმე წამში სწავლობს.

მათ პროფესიონალი პილოტის ტვინის სიგნალები შეისწავლეს და მიღებული ინფორმაცია ცდაში მონაწილე პირების ტვინში ატვირთეს. შედეგად, ცდაში მონაწილე იმ ადამიანებმა, რომელთა ტვინშიც აიტვირთა აღნიშნული ინფორმაცია, პილოტირების შესწავლა 33%-ით უფრო სწრაფად შეძლეს.

„ჩვენი სისტემა უნიკალურია. ის ტვინის სიმულაციას ახდენს. ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, თუმცა მას საფუძვლად დიდი სამეცნიერო ცოდნა უდევს.

ჩვენ, კონკრეტულად პილოტირებაზე გავაკეთეთ აქცენტი, რომელიც როგორც კოგნიტურ, ასევე მოტორულ აქტივობას ითხოვს. როდესაც რაღაცას სწავლობთ, თქვენი ტვინი ფიზიკურად იცვლება - ნეიროპლასტიკურ დონეზე ახალი კავშირები ჩნდება და ძველები მყარდება.

როგორც აღმოჩნდა, ტვინის ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა საუბარი და მეხსიერება, კონკრეტულ უბანშია განთავსებული. ჩვენი სისტემა სწორედ ტვინის კონკრეტულ უბნებს უმიზნებს სწავლების დროს“, - აცხადებს ფილიპ მეთიუზეი, რომელიც ექსპერიმენტს ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, ტვინის სიმულაციები შეიძლება გამოიყენონ მანქანის მართვის სწავლის, გამოცდებისთვის მზადების ან ენების სწავლის დროს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.