სამყაროს უხილავი არსებები » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
როგორ ბინებში იბუდებენ პარალელური სამყაროს უხილავი არსებები და რატომ უნდა აანთოთ ხშირად სურნელოვანი ჩხირები.
არავისთვის უცხო არ არის, რომ ენერგია სიცოცხლის არსია. ისიც ცნობილია, რომ ცეცხლი და წყალი ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენს ყველაფერზე, რაც მათ გარშემო არსებობს. კერძოდ, წვის პროცესი სივრცეს ასუფთავებს, წყალი კი ის ნივთიერებაა, რომელიც ინფორმაციას ინახავს. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ეზოთერიკოსი ქალბატონი ნანა მამაგულაშვილი ამბობს, ამ ორივე სტიქიას გარდა საკუთარი თვისებებისა, კიდევ ერთი საიდუმლო გააჩნია, რომლის შესახებაც ინტერვიუდან შეიტყობთ. ის მოგვაწვდის დამაფიქრებელ და საინტერესო ინფორმაციას პარალელურ სამყაროზე, რომელიც ჩვენზე – ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. მისივე თქმით, ადრე თუ ეს მისტიკად მიაჩნდათ, დროა, რეალურად აღვიქვათ და მეტე სიფრთხილითა და სერიოზულობით მივუდგეთ ამ საკითხს.
სამყაროს უხილავი არსებები

ნანა: უარყოფით ენერგიებზე, მის ზემოქმედებასა თუ შედეგებზე, დღეს ბევრი მკვლევარი საუბრობს. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა მსგავს რამეს ყურადღებას არ აქცევს, მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას და არც პარალელური სამყაროსი სჯერა და არც იქ ბინადართა არსებობა ჰგონიათ რეალობა. ჩემი აზრით, საჭიროა, ადამიანმა ჯერ გარკვეული ცოდნა მიიღოს, მსგავს დამოკიდებულებაზე შეხედულება შეიცვალოს და ამის შემდეგ, თავად დააკვირდეს, რამდენად საეჭვოა მსგავსი ამბები თუ მოვლენები. აქვე, ერთ რამეს შეგახსენებთ, მაგალითად, ვინც ისტორია კარგად იცის და მედიცინაშიც გარკვეული ცოდნა აქვს, მათ მოეხსენებათ, რომ ძველად, აღმოსავლეთის ქვეყნებში მძიმე ავადმყოფი განსაკუთრებული ბუნებრივი ენერგეტიკის ადგილას მიჰყავდათ და იქ ცეცხლისა და წყლის ენერგიების შეჯერებით, იწყებდნენ მის მკურნალობას. შედეგი უმეტეს შემთხვევაში, დადებითი იყო. ასე რომ, ცეცხლი და წყალი რომ ჩვენზე ზეგავლენას ახდენს, უარყოფითი ენერგეტიკაც რომ დამღუპველია და მისი განეიტრალება და მისგან თავდაცვა უნდა ვიცოდეთ, ეს ფაქტია.

– პარალელური სამყარო და იქ ბინადარნი ახსენეთ. მახსოვს, ბავშვობაში „ბარაბაშკებით” გვაშინებდნენ. „დისქავერის” სატელევიზიო არხზე კი, ბევრი გადაცემაა, სადაც მათ შესახებ საუბრობენ და კადრებსაც აჩვენებენ, სადაც ისინი წამიერად ჩნდებიან. რეალურად არიან პარალელურ სამყაროში ეს არსებები?

– ეს სრული რეალობაა. თუმცა, ამის დაჯერება ცოტა არ იყოს, ბევრს უჭირს. მე ამ საკითხით დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ და ის გადაცემები, რომელიც ახსენეთ, თითქმის ყველა ნანახი მაქვს. იქ რეალური ფაქტებია მოყვანილი და შეუძლებელია, თუ არ დაიჯერებ, ეჭვი მაინც არ გაგიჩნდეს, რომ ისინი ჩვენ გარშემო მართლაც არსებობენ. ხოლო, საიდუმლო, რომელიც ეხება წყლისა და ცეცხლის ზემოქმედებას პარალელურ სამყაროსა და იქ მცხოვრებ არსებებზე, ბოლომდე ამოხსნილი არ არის. თუმცა, გარკვეული შედეგები მასალების დონეზე მსოფლიო პარაფსიქოლოგიის ინსტიტუტში უკვე დევს. რასაკვირველია, ეს გასაიდუმლოებულია და მასზე ყველა ადამიანს ხელი არ მიუწვდება. როგორც გითხარით, მსგავსი რამეები ბევრს მონაჭორი და მონაგონი ჰგონია, მაგრამ მერწმუნეთ, ცდებიან. ადრეულ საუკუნეებში პარალელურ სამყაროში მობინადრე არსებებს ელემენალებს უწოდებდნენ, ზოგი პოლტერგეისტად მოიხსენიებს, ზოგიც „ბარაბაშკად“. საქართველოში კი, მათ კეთილი ფუძის ანგელოზებად მიიჩნევენ.

– ესე იგი, ისინი მხოლოდ კეთილი არსებები არიან და ადამიანებს არაფერს უშავებენ?

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. სხვა სამყაროების მცხოვრებლები, ისევე როგორც ჩვენ – ადამიანები, ბოროტებიც არიან და კეთილებიც. ისინი, ჩვენს დამოკიდებულებასა და განწყობას ხვდებიან და შესაბამისადაც რეაგირებენ დედამიწაზე მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებზე. ასევე, არიან ისეთებიც, ადამიანების უხილავ დამცველებად რომ გვევლინებიან და ამიტომ დაარქვეს მათ ფუძის კეთილი ანგელოზები. ზოგი კი პირიქით, ზიანს აყენებს ადამიანს, მათ ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს და რეალურ სამყაროში გადმოსული, უწმინდურ ძალად გვევლინება.

– რატომ ინტერესდებიან ისინი ადამიანებით და ვის ირჩევნ სამიზნედ?

– გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისგან განსხვავებით, ისინი სიცოცხლის არაცილოვან ფორმას წარმოადგენენ, მაინც ძალიან არიან დაინტერესებული ორგანული სამყაროთი და მათ წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარებით. ამას კი თავისი ახსნა აქვს პარაფსიქოლოგიაში. კერძოდ, სიცოცხლის, როგორც ცილოვან, ასევე არაცილოვან ფორმებს, აქვს საერთო ენერგია, ანუ მთელი სამყაროსთვის უნივერსალური საწყისი. სხვა სამყაროების არსებები საკუთარ თავს სასიცოცხლო ენერგიებით სხვადასხვაგვარად ამარაგებენ. ზოგი ამას თავად გამოიმუშავებს, ზოგი კი ვამპირული წესით, ანუ სხვების ხარჯზე. პარალელური სამყაროს დაბალი ფენების არსებები, სწორედ ასეთი ვამპირიზმით, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისგან იკვებებიან საჭირო ენერგიებით. ამ შემთხვევაში, ადამიანი მათი მსხვერპლია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კვლევის საფუძველზე დაიდო დასკვნა, სადაც წერია, რომ სწორედ ამ სხვასამყაროელი ვამპირების უხილავი, მაგრამ აქტიური მოქმედების შედეგია ჩვენი უამრავი დაავადება, ორგანიზმის ნაადრევი დაბერება-გამოფიტვა, სასიცოცხლი ძალების განლევა და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, მესმის იმ ადამიანების, ვინც მსგავს რამეს სერიოზულად არ აღიქვამს. არც ისე ადვილია, ერთი ხელის მოსმით ირწმუნო სხვა სამყაროების არსებობა. აი, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი ღრმად სჯერათ, რომ პარალელური სამყაროს არსებები ნამდვილად არიან ჩვენ გარშემო და მათ თავიანთ სასარგებლოდაც კი იყენებენ. რაც შეეხება მათ მიერ კონკრეტული ადამიანის ამორჩევას, ამაში თავად ადამიანია „დამნაშავე“, ის თავად იწვევს პარალელური სამყაროს არსებებს.

– ეს როგორ ხდება?

– პარალელური სამყაროს უხილავი არსებები, იმ საცხოვრებელ ბინებში იბუდებენ, სადაც სისუფთავის წესებს არ იცავენ. ხშირად არ ასუფთავებენ ბინას და გასარეცხი ნივთები აქვთ დაგროვებული. ასევე, მათი კვების მთავარი წყაროა ენერგია, რომელიც სივრცეში ჩვენი უარყოფითი ფსიქიკური გამოხდომების დროს გამოიყოფა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ცუდ ფიქრებს, ემოციებს, განრისხებას, გაღიზიანებას, გინებას, წყევლას, შურს, სიბრაზეს და ასე შემდეგ. ფიზიკურ ჭუჭყზე მეტად, უცხო განზომილების ვამპირებს ფსიქიკური აფეთქების ენერგეტიკა უფრო იზიდავთ. ყველას მოგეხსენებათ, რომ გაბრაზებული ადამიანის აურიდან სივრცეში ფსიქიკური ენერგიის ნაკადები გამოიფრქვევა. ასტრალურ ვამპირსაც სწორედ ეს ენერგია სჭირდება გამოსაკვებად. ასე რომ, ნეგატიური ემოციების შედეგად, ადამიანი უამრავ სასიცოცხლო ენერგიას კარგავს. ეს მის აურაში ბევრ ბზარს აჩენს და დაზიანებულ ადგილებში ვითარდება დაავადებების განვითარების საწყისები. ასევე, ირღვევა მისი ბუნებრივი ენერგეტიკული თავდაცვის მექანიზმი ფიზიკურ დონეზე და სხვა სამყაროების უარყოფითი ზეგავლენა ადვილი ხდება. ენერგიულად დაუცველი და დაზიანებული აურა კი, ადამიანის ორგანიზმს დაუცველსა და გარე მავნე ზემოქმედებისადმი ღიას ხდის.

– მათგან თავდაცვის რაიმე პარაფსიქოლოგიური მეთოდი არ არსებობს?

– რასაკვირველია, არსებობს და ეს არის არომათერაპია. სხვა სამყაროების ბინადრები ძალიან მგრძნობიარეები არიან არომატების მიმართ. ამ მხრივ ყველაზე კარგი საშუალება და მათგან თავდაცვის მთავარი წყაროა, ველური ვარდის, ევკალიპტისა და პიტნის სურნელის მქონე, სპეციალური ჩხირების ანთება ბინაში. ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკული გაწმენდა, ასევე, დაბინძურებული აზრებისა და გრძნობების მოცილებაც შესაძლებელია. კერძოდ, ადამიანს საკუთარი აზრების სწორი ტრანსფორმირება და მიმართულების მიცემა შეუძლია ცეცხლის, წყლისა და სხვადასხვა არომატების დახმარებით. ამიტომ, ხშირად უყურეთ დანთებულ ცეცხლს, სანთლის ალს, გამდინარე წყალს და ისუნთქეთ სურნელოვანი ჩხირების არომატი. ამით საკუთარ აზრებსა და ფიქრებსაც გაისუფთავებთ ნეგატიური გავლენისგან და სხვა სამყაროს არსებების ენერგოდონორობასაც დააღწევთ თავს.
ნონა დათეშიძე.
წყარო: http://fact2.ge/скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.