შვიდი ძლიერი მიზეზი - რატომ არ უნდა თქვათ უარი ლუდზე! » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
გახსოვთ სიმღერა «Пей пиво» („დალიე ლუდი“)? ამ სიმღერაში კიდევ საუბარია მასზე, რომ ლუდი უნდა დალიო ყველგან და ყოველთვის. ამჯერად კი, ეს თეზისი მეცნიერულმა გამოკვლევებმაც დაადასტურა. ლუდის დალევა სასარგებლოა! გთავაზობთ გაეცნოთ ლუდის საოცარ თვისებებს, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.
და მაინც, რით არის ლუდი სასარგებლო?

აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს

კვლევებმა აჩვენა, რომ ლუდი შეიცავს სილიციუმს, რომელიც კუნთოვანი და ძვლის ქსოვილების შეერთებას უწყობს ხელს, აძლიერებს რა ამავდროულად ამ უკანასკნელის სიმკვრივეს. ხოლო მუქი ლუდის მიღება, რომელიც ყველაზე მეტად შეიცავს სილიციუმს, ოსთეოპოროზის აღკვეთას ეხმარება.

ამცირებს ქოლესტერინის დონეს

ლუდის მიღება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროთეინების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს, რომელთაც სხვანაირად „კარგ ქოლესტერინსაც“ უწოდებენ. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროთეინების დიდი ოდეობით კონცენტრაცია ათეროსკლეროზის რისკს ამცირებს.

ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს

კვლევებმა აჩვენა კავშირი გულსისხლძარღვთა დაავადებებსა და ლუდის მიღებას შორის: ერთი კათხა ამ სვიის შემცველი სასმელის მოყვარულებს 30%-ით უმცირდება მსგავსი დაავადებების რისკი.

ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის პირები, ვინც დღეში 0,3 ლ. ლუდს სვამდნენ, ნაკლებად მიდრეკილნი არიან 2 ტიპის შაქრის დიაბეტის მიმართ. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მიზეზი ცივი ლუდის დასალევად.

ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას თირკმელებში

დღეში ერთი ბოთლი ლუდის დალევით თქვენ 40%-ით ამცირებთ თირკმელებში კენჭის განვითარების რისკს. ნამდვილად საკმარისი მიზეზია დასაფიქრებლად.

ლუდს შეუძლია დახმარება სიმსივნესთან ბრძოლაში

გერმანელმა მეცნიერებმა სვიაში ქსანტოგუმოლის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ეს ნივთიერება აღკვეთს ქიმიური კანცეროგენების აქტივაციას, რომლებიც სიმსივნის წარმოქმნის რისკს ზრდიან.

იცავს გონებასუსტობისგან

ქსანტოგუმოლი ასევე წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც გონებასუსტობის განვითარებას უშლის ხელს. ამგვარად, ლუდის ზომიერი მიღება ჩვენს ტვინს კარგი ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.

ყურადღება მიაქციეთ, რომ სასარგებლოა მხოლოდ ნატურალური ცოცხალი ლუდის მიღება. ამავე დროს, ის ძალიან გემრიელიც არის! ამგვარად, თქვენ უკვე იცით, რომ ლუდის სარგებლიანობა დადასტურებულია და ამ ალკოჰოლური სასმელის ერთი კათხა ვახშამზე მხოლოდ სასიკეთო იქნება.

წყარო: dainteresdit.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.