წალენჯიხა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისა და გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ. წალენჯიხა და მისი მიდამოები დასავლურ ქართველ ტომთა თავდაპირველი სამოსახლო ადგილი ყოფილა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი ქვისა და ბრინჯაოს იარაღებს ხმარობდა. წალენჯიხის ტერიტორიაზე დასავლურ ქართული ტომები სწორედ რომ ამ ხანიდან ცხოვრობდნენ. ამაზე მიუთითებს თვით ამ პუნქტისა და მდინარის სახელწოდებანი „ჭელენჯიხა“, „წენდიხა“ წალენჯიხა. მე-10 მე-11 საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუქტი ყოფილა, ამას ადასტურებს იმ დროისათვის ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ეკლესია როგორიცაა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. ამ დროიდან მოყოლებული წალენჯიხის მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა ისე რომ მე-13 მე-14 საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთადერთ რეზიდენციად იქცა. აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და როგორც ჩანს საგვარეულოს სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ამგვარმა ზრდამ გამოიწვია მე-14 საუკუნეშივე ოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანა წალენჯიხაში. საეპისკოპოს ცენტრის წალენჯიხაში გადატანამ გამოიწვია ის დიდი მშენებლობანი და აგრეთვე წალენჯიხის ეკლესიის მოხატვა მე-14 საუკუნეში, ვამეყ დადიანის დროს (1384—1396 წ. წ.). დადიანების რეზიდენციათა შორის წალენჯიხა დიდხანს იყო ერთ-ერთი უპირველესი.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.