კაზაკების სასჯელები - "ეპიზოდი" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
რთული სოციალური კულტურის მქონე -კაზაკებისათვის,ამა თუ იმ ნივთის მოპარვა დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა,ხოლო ნებისმიერი კაზაკის მიერ ჩადენილ ასეთ ქმედებას მთელი კაზაკობის შემარცხვენელ მოვლენად მიიჩნევდნენ. იმ შემთხვევაში თუკი კაზაკები დამნაშავის ვინაობას დაადგენდნენ,მას,როგორც არაპატიოსან ადამიანს,სამარცხვინო ბოძზე აკრავდნენ.ბოძის გვერდით სპეციალურად დებდნენ კარგა მოზრდილ კეტს,რათა ყველა გამვლელ-გამომვლელს ეთავაზებინა იგი დამნაშავისათვის.ბოძზე გაკრული კაზაკის ცემა მანამ გრძელდებოდა კეტით,სანამ იგი არ სამარცხვინო ბოძზე მიკრული სულ არ განუტევებდა.გარდა ამისა,კაზაკები ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ ვალის არგადამხდელებს.ისინი ასეთ ადამიანებს რკინის ჯაჭვებით ზარბაზნებზე აბამდნენ და მანამ ჰყავდათ მათზე მიბმული,სანამ მათი რომელიმე ნათესავი ან მეგობარი არ დაფარავდა მოყვასის მიერ აღებულ ვალს.
თუმცა,ყველაზე სასტიკად კაზაკები მაინც მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანებს უსწორდებოდნენ: ისინი თხრიდნენ ღრმა საფლავებს,შიგ პირველ რიგში აწვენდნენ მკვლელობაში ბრალდებულ ცოცხალ ადამიანს,რომელსაც ზემოდან თავისივე მსხვერპლის კუბოს ადგამდნენ; შემდეგ კი ორივეს მკვლელსაც და მოკლულსაც მიწას აყრიდნენ და მარხავდნენ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.