ფეიხოას ნაყოფი იოდის ნამდვილი საბადოა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
პირველად ფეიხოა ევროპელებმა ბრაზილიაში აღმოაჩინეს XIX საუკუნეში. სახელი პირველაღმომჩენის პატივსაცემად შეარქვეს, ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორი ჟუან და სილვა ფეიხოსი.

ფეიხოას ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ორგანულ მჟავებს. მის შემადგენლობაში შედის კატეხინები და ლეიკოანტოციანებიც- ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.

ფეიხოას ნაყოფი იოდის ნამდვილი საბადოა, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის, აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის დეპრესიას, აფერხებს სკლეროზის წარმოქმნასა და აუმჯობესებს მეხსიერებას, ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, სწორედ ამიტომ ფეიხოა საუკეთესო დიეტურ პროდუქტადაა დასახელებული.

P ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის წყალობით ფეიხოა ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ვაშლის მჟავას შემცველობის წყალობით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აცხრობს წყურვილს, ხოლო პექტინებს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს.

იოდის შემცველობის მხრივ, ფეიხოა ზღვის პროდუქტებსა და წითელ თევზსაც კი უსწრებს. ექიმები უმეტესად ამ პროდუქტის მიღებას იმ ადამიანებს ურჩევენ ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ.

გარდა С ვიტამინისა ფეიხოა შეიცავს В1, В2, В3, В5, В6, РР ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიასა და ფოსფორს, აგრეთვე, ადვილად ათვისებად ცილებსა და ცხიმებს, რაც მას კვების დიეტურ პროდუქტებს აკუთვნებს. გაცხიმოვნების, უძლურების, ავიტამინოზის დროს ყოველდღიურად რეკომენდებულია ფეიხოას 5-6 ნაყოფის მიღება.

ფეიხოაში შემავალი ეთერზეთები ორგანიზმს ვირუსებთან და მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებასთან ბრძოლაში ეხმარება. ფეიხოა შველის გასტრიტსაც, ათეროსკლეროზსაც, ანემიასაც და ავიტამინოზსაც.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.