მამა ილია: სასულიერო პირები რომ 100 ათასიანი მანქანებით დადიან, ესეც მარხვის დარღვევაა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ქარელის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მსახური მამა ილია ჩიკვაიძე ქადაგების დროს ქრისტიანული ცხოვრების წესზე საუბრობს და ამბობს, რომ ვინც 100 ათასლარიანი მანქანით დადის და თან მარხულობს, ფარისევლობს - გინდ სასულიერო პირი იყოს და გინდ ერისკაცი.

„მარხვის დარღვევაა, როცა 100 000-იანი ჯიპით დადიხარ სასულიერო პირი, ეს არ შეიძლება, დაუშვებელია. როცა ერი მშიერია, 100 000-იანი მანქანით არ უნდა იაროს არც სასულიერო და არც საერო პირმა.
არც საერო პირს არა აქვს ამის უფლება, როცა ერი გაუბედურებულია. რა მნიშვნელობა აქვს მარხვას, თუ ხუთლარიან ბადრიჯნის ფხალს მიირთმევ და შენს გვერდით ვიღაცა მშიერი კვდება, რანაირი მარხვაა? ასეთ მარხვას ღმერთი კი არ შეიწირავს, რისხვას მოგაწევს.
მარხვა მაშინ იქნება, როცა 100 000-იან მანქანას გაყიდი, 5 000-იანს იყიდი და 95 000–ს შენც მოიხმარ, მრევლსაც მოახმარ, შენს ოჯახსაც და ეკლესიასაც, ესაა სარწმუნეობა. თუ ერისკაცი ხარ კიდევ, 5 000-იანს დაიტოვებ, დანარჩენს შენს ოჯახს მოახმარებ და შენს გარშემო ღატაკებს სიცოცხლეს გაუხარებ.
მაკეტურია ჩვენი რწმენა, ჩვენ არა ვართ მორწმუნეები, ჩვენ ვართ ფარისევლები, ესაა ფარისევლობა, სხვა კი არაფერი!
სიმართლე უნდა ითქვას! თუ არ ითქვა, მაშინ ღმერთი არ იტყვის ჩვენზე წყალობას და დავიჯერებთ, რომ ვართ გაბრწყინებული ერი. არა ვართ გაბრწყინებული ერი, ჩვენ ვართ ცოდვებში მყოფი ერი.
რა 100 000-იანი მანქანა, მოდი გაანაწილე რა, კაცო, საქართველოში გაჭირვება აღარ იქნება, ეს ხალხი გაიხარებს...", - ამბობს ქადაგებაში მამა ილია ჩიკვაიძე.

скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.