გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მცხეთაში, ფერიცვალების სახელობის დედათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
”დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ – ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი, ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში. ეს არის დღესასწაული დიდი გმირობისთვის მომზადების, რადგან ამის მერე მაცხოვარი ეწამა ჩვენთვის. გილოცავთ ყველას და ყველა ყოფილიყავით ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. ტაძრებში ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.