ისრაელში საქართველოს 26 მოქალაქე აეროპორტში დააკავეს » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ისრაელში, საქართველოს 26 მოქალაქე აეროპორტში დააკავეს, ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი- 2" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულ 26 პირს პასპორტები და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და ისინი ერთ-ერთ იზოლატორში იმყოფებიან, მათი დაკავების მიზეზი უცნობია.

საქართველოს მოქალაქეები თელ-ავივის მიმართულებით ტურისტულმა სააგენტომ "თრეველ თუ ჯორჯიამ" გაამგზავრა.

კომპანიის ხელმძღვანელის, ნატალია მოდებაძის ვარაუდით საზღვარზე სამართალდამცავებს მოსალოცად წასული საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ მიზნებში ეჭვი შეეპარათ.

"რუსთავი -2" -ის ინფორმაციით დაკავებული მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება, დღის ბოლოს, სპეციალური თვითმფრინავით იგეგმება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.