წალენჯიხის თხილის გადამამუშავებელი საწარმო საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
კომპანია „ჯეოდემოს“ საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 1 150 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, აქედან 294 167 აშშ დოლარი გრანტი, ხოლო 367 709 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
შპს „ჯეოდემოს“ საწარმოში 90 ადამიანია დასაქმებულია. კომპანია წელიწადში 550 ტონა დაკალიბრებული თხილის გულს აწარმოებს. პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება.
უახლოეს მომავალში კომპანია „ჯეოდემოს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა ხოლო დარჩენილი, 1,796 აშშ დოლარის გადახდა კომპანიამ თავად უზრუნველყო. შპს ,,ჯეოდემო“ დაახლოებით 3 კვირაში სერტიფიკატს უკვე მიიღებს.
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.