(SOS) ზღვაიას დასახლება შველას ითხოვს » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ზღვაიას დასახლება შველას ითხოვს!
წალენჯიხის სააქციო საზოგადოება ზღვაია ქ. წალენჯიხის ადმინისტრაციულ ეღთეულს ეუთვნის. მდებარეობს რაიონული ცენტრის დასავლეთ ნაწილში 7 კილომეტრის დაშორებით. ესაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს.
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე დასახლება ცნობილი იყო, როგორც ერთერთი სამაგალითო აგროსამრეწველო კომბინატი. საქართველოში დატრიალებული მოვლენების შემდგომ კი განადგურდა და გაპარტახდა. მოიშალა ინფრა სტრუქტურა, ჩაკვდა კულტურული და სპორტული ცხოვრება.
დღეს აქ მცხოვრები მოსახლეობა მთავრობისგან მეტ ყურადღებას და ელემენტარული ცხოვრების პირობების შექმნას ითხოვს.
არსებობს საშიშროება, რომ მალე უგზოობის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა და ტაქსებმა დასახლებამდე მგზავრების გადაყვანაზე უარი თქვან.
აქ, ოჯახებში წყალს ჯერ კიდევ ბიდონებით ეზიდებიან. მოსახლეობის 90 პროცენტი დაუსაქმებელია.
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი მომზადდა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ბევრმა მათგანმა გადამღებ ჯგუფთან პრობლემებზე საუბარს თავი აარიდა იმის იმედით, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მზად არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომებს.
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.