» » 9 აპრილი წელს განსაკუთრებულად აღინიშნა წალენჯიხაში
ამინდის პროგნოზი
დღის მოვლენა

რეკლამა
ტოპ სიახლეები


9 აპრილი წელს განსაკუთრებულად აღინიშნა წალენჯიხაში


ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ "9 აპრილის სკვერში" შეკრებილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს შეწირული გმირების ისტორიები და პატივი მიაგეს მათ ნათელ ხსოვნას. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას 21 დაღუპულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მღვდელმა მამა ილია სარიამ გადაიხადა. დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა თამარ კვარაცხელიამ. აქვე გაიმართა კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება ადგილობრივი თვითშემოქმედებითი კოლექტივების და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა მუშაკებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 21-ივე ქვის ლოდი ტიტებითა და სანთლებით შეამკეს. ღონისძიების დასასრულს სკვერის ტერიტორიაზე რამდენიმე წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო.

მსგავსი სიახლეები

  • 9 აპრილი წელს განსაკუთრებულად აღინიშნა წალენჯიხაში
  • 
  • 9 აპრილი წელს განსაკუთრებულად აღინიშნა წალენჯიხაში
  • 
  • წარჩინებულ მასწავლებელთა და მედალოსან კურსდამთავრებულთა დაჯილდოება.
  • 
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
  • 
  • იუსტიციის მინისტრმა სოფელ ჯგალში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა
  • 
    კომენტარის დამატება

    გთხოვთ დაიცავით ცენზურა.